მე მას [დონალდ ტრამპს] ვუთხარი, რომ საქართველოს მხარდაჭერა სჭირდებოდა მანამ, სანამ ეს ყველაფერი ღია კრიზისში გადაიზრდებოდა.
ჩვენთან ადამიანები 53 დღეა, რაც ქუჩაში აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ ამ მთავრობას არანაირი მანდატი არ აქვს, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ცდილობს, საქართველო ევროატლანტიკურ გზას დააშოროს.
სწორედ ამიტომ გვჭირდება ამერიკის მხარდაჭერა და [საუბრის დროს] არჩეულმა პრეზიდენტმა და ხვალ უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა, რომ ის ნამყოფია საქართველოში და აფასებს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ მეგობრობას.
მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება ისეთ დროს, როდესაც საქართველოს იგი დასჭირდება.