რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კრივოი როგი დაბომბა, დაღუპულია 4 ადამიანი

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა.

დაბომბვის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 4 ადამიანი, არიან დაჭრილები და დაშავებულები, 3 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ბალისტიკური რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლსა და სასწავლო დაწესებულებას.

სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთაგან 3 ქალია.

მშობლიური ქალაქის დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა:

"თითოეული ტერორისტული დარტყმა, კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რუსეთი თავისით არ გაჩერდება, მისი შეჩერება შესაძლებელია საერთო წნეხით. წნეხით, მათგან მსოფლიოში, ვინც სიცოცხლეს აფასებს". 

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კრივოი როგში 20 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები