მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი

იმ 9 წელსა და ამ უბედურ 12 წელს შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ მაშინ ჩვენ მთლიანად პოზიტივზე ვიყავით ორიენტირებული - ეს გაიხსნა, ეს გაკეთდა, ეს ახალი პროგრამა შევქმენით. ახლა კი მთელი პოლიტიკური პროცესი ე.წ. სასამართლოს დერეფნებსა და დარბაზებშია გადასული. ხშირად იძახიან, ვიღაც მურუსიძე სააკაშვილის დროსაც იყოო. მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი. ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა. რატომ არ მქონდა გაგონილი? იმიტომ, რომ სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო. ცხოვრების ცენტრი ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე იყო ორიენტირებული. 

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს.

კომენტარები