ბრედ პიტი

ფრანგ ქალს ყალბ “ბრედ პიტთან” ურთიერთობამ 830 000 ევრო დააკარგინა

Getty Images

53 წლის ფრანგი ინტერიერის დიზაინერი ანი, ერთი წელი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ყალბ “ბრედ პიტთან” რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა, რომლის შედეგადაც 830,000 ევრო დაკარგა, იუწყება BBC.

ჟურნალისტებთან მისი ისტორიის მოყოლის შემდეგ, ის მედიის და საზოგადოების დაცინვის მთავარი სამიზნე გახდა. ამ ამბის გაშუქების შემდეგ, ფრანგულმა მაუწყებელმა TF1-მა მისი შესახებ მომზადებული სიუჟეტი ეთერიდან ამოიღო.

კვირას, პრაიმტაიმში გასული სიუჟეტი, აღწერდა ანის ისტორიას, რომელსაც წელიწადნახევრის განმავლობაში სჯეროდა, რომ “ბრედ პიტთან” ურთიერთობა ჰქონდა.

ანიმ მოგვიანებით ფრანგულ YouTube შოუში განაცხადა: „არც გიჟი ვარ და არც სულელი. უბრალოდ მომატყუეს, ამას ვაღიარებ. ამიტომაც გამოვედი საჯაროდ - მხოლოდ მე არ ვარ ასეთი.“

მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მედიაში გახმაურდა, ბრედ პიტის წარმომადგენელმა განცხადება გაავრცელა: "საშინელებაა, რომ ასეთი თაღლითი ადამიანები, თაყვანისმცემლების ცნობილ ადამიანებთან ძლიერი კავშირით ბოროტად სარგებლობენ, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი შეხსენება, რომ სოციალურ ქსელში არასასურველ მესიჯებს არ უპასუხოთ, განსაკუთრებით იმ მსახიობებისგან, რომლებსაც არ აქვთ სოციალური ქსელები არ გააჩნიათ,“ - გაუზიარა ბრედის წარმომადგენელმა E! News-ს.

კომენტარები