რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოკუპანტების მიერ გაშვებული 55 დრონიდან 34 ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები
Pravda.ua

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით ოკუპანტების მიერ გაშვებული 55 დრონიდან 34 ჩამოაგდეს. ამასთან ერთად, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, დამატებით 18-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია.

არსებული ინფორმაციით, დრონები, ჯამში, 11 რეგიონში ჩამოაგდეს. რამდენიმე დრონი ჩერნიჰივის რეგიონში ფერმას მოხვდა, ასევე, დრონების ჩამოგდების შედეგად დაზიანდნენ კერძო საცხოვრებელი სახლები ხარკოვისა და პოლტავას რეგიონებში.

პოლტავას რეგიონში მიყენებული ზიანის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება 300-მდე მომხმარებელს შეუწყდა. 

კომენტარები