რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინამ ვორონეჟის ნავთობბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

Alexandr Gusevi

უკრაინამ ვორონეჟის ოლქში მდებარე რუსულ ნავთობბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც რუსული სამაშველო სამსახურები ათობით მანქანითა და 2 სახანძრო მატარებლით ცდილობენ.

ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის თქმით, უკრაინამ ათზე მეტი დრონით ვორონეჟის ოლქის 3 რეგიონზე მიიტანა იერიში.

"ხანძრის ჩაქრობის პროცესი რთულად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ნავთობბაზაზე განმეორებითი იერიში არ ყოფილა. ცეცხლის ჩასაქრობად 2 მეზობელი რეგიონიდან გაგზავნილია დახმარება". – ამბობს გუსევი.

ბოლო მონაცემებით იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

კომენტარები