აშშ

ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი და მარკ ზაკერბერგი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან

ტესლას, ამაზონისა და მეტას დამფუძნებლები, ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და მარკ ზაკერბერგი 20 იანვარს, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან.

NBC News-ის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები ტრამპის კაბინეტის დასახელებულ წევრებთან ერთად ისხდებიან.

არცერთ კომპანიას მათი CEO-ს შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. ილონ მასკი, გარდა იმისა, რომ ტრამპს ღიად და აქტიურად უჭერდა მხარს კამპანიის დროს, ასევე დასახელებულია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელად. 

დონალდ ტრამპმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წლის ნოემბერში გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, მისმა მეტოქემ, კამალა ჰარისმა კი 226. არჩევნებში გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო.

კომენტარები