ინდოეთი-რუსეთი

ინდოეთი აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსული ტანკერების პორტებში მიღებას შეაჩერებს

RBC.ua

ინდოეთი აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსული ტანკერების პორტებში მიღებასა და მომსახურებას შეაჩერებს. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

მედიას ინდოეთის მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ სანქცირებული გემებს ინდოეთის პორტებში ნავთობის ჩამოტვირთვა აეკრძალებათ.

შეზღუდვაა არ შეეხება 10 იანვრამდე პორტში შესულ გემებს, იმ პირობით, რომ გემები 12 მარტამდე დაიცლებიან.

6 იანვარს დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას გეგმავს.

8 იანვარს, ჩინეთში, შანტუნგის პროვინციის უმსხვილესმა საპორტო კომპანიამ, Shandong Port Group-მა, აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების მიღება შეაჩერა.

კომპანიის გადაწყვეტილებით, 6 იანვრიდან, სანქცირებულ ტანკერებს შანტუნგის პორტებში გაჩერება, ტვირთის დაცლა და სხვა საპორტო მომსახურებების მიღება ეკრძალებათ. შანტუნგი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამრეწველო ცენტრია.

Reuters-ის ინფორმაციით ტანკერებს არ უშვებენ ჩინეთის სიდიდით მეხუთე პორტ ცინგტაოში, ასევე შეჩერებულია რუსული გემების მიღება ჟიჭაოსა და იანტაის პორტებში.

ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი 669 ტანკერისგან შედგება. გემებს სანქციების გვერდის ავლით რუსეთის, ირანისა და ვენესუელის ნავთობი გადააქვთ. სხვადასხვა ინფორმაციით, რუსულ ნავთობს რეგულარულად 250-300 ტანკერი ზიდავს.

აშშ-ს სანქციები სიაში მოხვედრის შემდეგ, სამი ტანკერი, რომლებსაც 2 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი გადააქვს, ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე წყლებში ტივტივებს.

კომენტარები