12 იანვრის საღამოდან რუსეთმა უკრაინაზე ჯამში 110 დრონით მიიტანა იერიში. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, აქედან 78 ჩამოაგდეს, ხოლო 31-მა მიზანს ვერ მიაღწია და ლოკალურად დაიკარგა.
78 დრონის, მათ შორის Shahed-ის ტიპისა და სხვა ტიპის დრონი პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, მიხაილოვის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და დონეცკის ოლქებში ჩამოაგდეს.
სუმის, კიევის, ჟიტომირისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დრონების ჩამოგდების შედეგად დაზიანდა საწარმოთა შენობები, კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.
ლოკალურად დაკარგულ 31 დრონს სავალალო შედეგი არ მოჰყოლია.





