უოლცი: ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი მომდევნო დღეებსა ან კვირებში შედგება

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს შორის საუბარი უახლოეს დღეებში ან კვირებში შედგება. ინფორმაცია აშშ-ის კონგესმენმა და მომავალი პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ABC-სთან საუბრისას გაავრცელა. 

“სატელეფონი საუბრის მოლოდინში ვარ, მომდევნო დღეებში ან კვირებში. ეს იქნება პირველი ნაბიჯი და შემდეგ მას მივყვებით” – ამბობს უოლცი. 

მანამდე, ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ არ იქნებოდა სწორი, მას და რუსეთის პრეზიდენტს შორის საუბარი მის ინაუგურაციამდე შემდგარიყო, თუმცა დაადასტურა, რომ პუტინს მასთან საუბარი სურს და ეს აუცილებლად მოხდება. 

უოლცმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ სამყარომ თვალი უნდა გაუსწოროს იმ რეალობას, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსი სამხედროების მისი სრული ტერიტორიიდან, მათ შორის, ყირიმიდან გაყრას. 

“არ მგონია, რომ რეალისტურია იმის თქმა, რომ რუსებს უკრაინის მიწის სათითაო ინჩიდან გავყრით, თუნდაც ყირიმიდან. პრეზიდენტ ტრამპს ეს რეალობა გააზრებული აქვს და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, რომ მთელი მსოფლიო იწყებს ამის გაცნობიერებას. ახლა წინ უნდა წავიდეთ” – ამბობს უოლცი. 

 

კომენტარები