საქართველო-ჩინეთი

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე "საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას."

"აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის." - წერია განცხადებაში.

საგულისხმოა, რომ კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველო, ჭოუ ციენს დაახლოებით ერთი თვის წინ, 6 დეკემბერსაც შეხვდა.

კომენტარები