გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა პანამის სრუტისა და გრენლანდიის ამერიკასთან გაერთიანების საკითხზე.
შოლცმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ის ამ საკითხზე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საზღვრების დაურღვევლობის პრინციპს ყველა სახელმწიფომ უნდა სცეს პატივი, განურჩევლად ზომისა და სიძლიერისა.
"საზღვრების დაურღვევლობის პრინციპი ყველა ქვეყანაზე ვრცელდება. ყველა სახელმწიფომ უნდა დაემორჩილოს, მიუხედავად იმისა, პატარა ქვეყანაა, თუ ძალიან ძლიერი სახელმწიფო" – თქვა შოლცმა.
7 იანვარს, დონალდ ტრამპმა გრენლანდიასა და პანამის არხზე კონტროლის მოპოვებისთვის ეკონომიკური და სამხედრო ძალის გამოყენებაზე დასმულ კითხვაზე ტრამპმა უპასუხა: "არა, ვერცერთზე ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ ერთს გეტყვით, ისინი ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება". - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ შესაძლოა, მან დანიას მაღალი ტარიფები დაუწესოს.
"ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. ხალხმა ნამდვილად არც კი იცის, აქვს თუ არა დანიას გრენლანდიაზე რაიმე იურიდიული უფლება, მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს, რადგან ჩვენ ეს გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის". - თქვა ტრამპმა.