კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანის ქმარი კომაშია. ამის შესახებ ინფორმაციას სიმონიანი ავრცელებს:
"ბოლომდე არ მინდოდა, მაგრამ, რადგან ჟურნალისტები მირეკავენ, მე თვითონ დავწერ. ტიგრან კეოსაიანმა გადაიტანა კლინიკური სიკვდილი და ახლა კომაშია. მას დიდი ხანია ავადმყოფი გული აქვს". – წერს სიმონიანი Telegram-ში.
კეოსაიანი ტელეწამყვანი და რეჟისორია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა რუსულ არხებზე, ძირითადად გასართობი და იუმორისტული მიმართულებით. 2016 წლიდან НТВ-ს ეთერში მიყავს სატირული საავტორო გადაცემა, რომელშიც ერთი-ერთი იმეორებს ვლადიმირ პუტინისა და კრემლის ნარატივს.
2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მცირე დროში კეოსაიანს ევროკავშირმა, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა. იმავე წლის ივნისში, გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად ყაზახეთში, მას შემდეგ რაც თავისი გადაცემის ეთერში ყაზახეთს რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე "ჩამოყალიბებისკენ" მოუწოდა და ომით დაემუქრა.
2023 წელს ალექსეი ნავალნის გუნდის გამოძიების თანახმად კეოსაიანი, ისევე, როგორც მისი ცოლი დაფინანსებას მოსკოვის მერიისგან იღებენ.