გერმანია

ქალაქ რიმბახში კაცი ბანკის ფილიალში შეიჭრა და სულ მცირე, 1 ადამიანი მძევლად აიყვანა

Hessenchau

გერმანიაში, ქალაქ რიმბახში მდებარე ფოლკსბანკის ფილიალში უცნობი მამაკაცი შეიჭრა და სულ მცირე, 1 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 36 წლის მამაკაცია, რომელიც პოლიციამ 3 საათის შემდეგ დააკავა - მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

გამოცემა hessenschau-ს ინფორმაციით, მამაკაცი ბანკში დილის 8 საათზე შევიდა და 21 წლის ბანკის თანამშრომელ ქალს დანით დაემუქრა და ბანკის დატოვების საშუალებას არ მისცა.

ამ დროისთვის, უცნობია რა მოტივით შეიჭრა ან რა მოთხოვნები ჰქონდა თავდამსხმელს

კომენტარები