ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, 130 ადამიანი კი დაშავებულია.
მიწისძვრის ეპიცენტრი ტიბეტის წმინდა ქალაქში, შიგაცეში ადგილობრივი დროით 09:00 საათზე 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი სახლები და შენობები ჩამოინგრა. მედიის ცნობით, დაზიანებულია 1 000-ზე მეტი სახლი.
ამავდროულად, რეგიონს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი.





