გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7-9 იანვარს საქართველოში უმეტესად უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა 7 და 8 ინავარს დღისით +5,+7, ხოლო 9 იანვარს +12 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7- 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 7-9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 7 და 8 ინავარს დღისით +6,+8, ხოლო 9 იანვარს +10,+12 გრადუსი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 7 და 8 ინავარს დღისით +7,+9, ხოლო 9 იანვარს +11,+13 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 7 და 8 ინავარს დღისით +5,+7, ხოლო 9 იანვარს +9+11 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ჰაერის ტემპერატურა 7 და 8 ინავარს დღისით +3,+5, ხოლო 9 იანვარს +6+8 გრადუსი იქნება.





