ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრაში უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდამსხმელებს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-დაკავების ოპერაცია გუშინ საღამოდან მიმდინარეობს.
შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).