საქართველოს გენერალური პროკურატურა

გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა თანამდებობა დატოვა

გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა თანამდებობა დატოვა, ინფორმაცია გამოცემა რადიო თავისუფლებას პროკურატურაში დაუდასტურეს.

დღეს, 5 იანვარს მერებაშვილის მიერ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით გავრცელდა, მიზეზად კი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება სახელდებოდა, რაც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პროკურატურამ უარყო.

"რაც შეეხება იმ მიზეზს, რაც მედიით ვრცელდება, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია". - უთხრეს გამოცემას პროკურატურაში.

მერებაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი გადადგომა დაკავშირებული არ არის მიმდინარე მოვლენებთან.

"არ ვიმყოფები საქართველოში. ამ საკითხზე ვფიქრობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დეკემბერში დავტოვე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ სხვადასხვა განმარტებისგან" – მოგვწერა ნათია მერებაშვილმა.

მერებაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ 2020 წლის 19 მარტს დაინიშნა. წარსულში ის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, ხოლო მთავარ პროკურატურაში კარიერა მერებაშვილმა 2010 წლიდან დაიწყო.

კომენტარები