რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსულ ნავთობბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

31 დეკემბრის დილას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით სმოლენსკის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის ბაზაზე იერიში მიიტანა.

რუსულ მედიაში წერენ, რომ სმოლენსკის ოლქის ქალაქ იარცევოს მოსახლეებმა არაერთი აფეთქების ხმა გაიგეს, შემდგომში კი, ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა.

ცოტა ხნის შემდეგ ინფორმაცია დაადასტურა სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი ანოხინმა.

კომენტარები