მარნეულში ავტოავარიას ორი მოზარდი ემსხვერპლა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktua.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, სოფელ ნახიდურში მსუბუქი ავტომობილი ორ ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა.
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში დაიღუპა.