რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი, ალექსეი ბუგაევი უკრაინაში, ომში მოკლეს

რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ალექსეი ბუგაევი 43 წლის ასაკში უკრაინაში, ომში მოკლეს.

2023 წლის ოქტომბერში, ქალაქ კრასნოდარში ბუგაევი 495 გრამი მეფედრონის ფლობის გამო დააკავეს, შემდეგ კი ნარკოვაჭრობის ბრალდებით გაასამართლეს. 2024 წლის სექტემბერში ყოფილ ფეხბურთელს ადგილობრივმა სასამართლომ 9.5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოგვიანებით კი ბუგაევმა საპატიმრო ომში მონაწილეობის სანაცვლოდ დატოვა.

პოზიციით ცენტრალური მცველი, ალექსეი ბუგაევი სხვადასხვა დროს მოსკოვის ტორპედოსა და ლოკომოტივში თამაშობდა, კარიერა კი 2010 წელს კრასნოდარის შემადგენლობაში დაასრულა. 2004 წელს ბუგაევმა რუსეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები