ყაველაშვილის ინაუგურაცია

კოლსი: EU-მ არ უნდა აღიაროს არალეგიტიმური რეჟიმი, პრეზიდენტად ზურაბიშვილი უნდა ცნოს

საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების 32-ე დღე. ისინი აგრძელებენ, სასტიკი დარბევების მიუხედავად. დღევანდელი ე.წ. ინაუგურაცია ქართული ოცნების მარიონეტი რეჟიმის მიერ დემოკრატიის შეურაცხყოფაა.

საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება - ლიდერი, რომელიც ხალხის გვერდით დგას და არა მართ წინააღმდეგ. 

რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა: 

არ აღიაროს ეს არალეგიტიმური რეჟიმი;

არანაირი ხელის ჩამორთმევა ან ლეგიტიმაცია;

ზურაბიშვილი ცნოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად;

დაასანქციროს ივანიშვილის და ქართული ოცნების მაღალჩინოსნები.

32 დღეა, ქართველები აჩვენებენ სიმამაცესა და სიმტკიცეს. ევროპა მათ გვერდით უნდა დადგეს. 

წერს ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ზე. 

კომენტარები