ქართული ოცნება

კობახიძე: გამოწვევები არის სერიოზული - 20 წელზე მეტია არ გვყოლია პატრიოტი პრეზიდენტი

მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. ის არის ღირსეული ადამიანი, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ის ძალიან ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას. მინდა წარმატებები ვუსურვო მას ყველა თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი.

ასევე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გამოწვევები არის სერიოზული - 20 წელიწადზე მეტია ამ ქვეყანას არ ჰყოლია პატრიოტი პრეზიდენტი, შესაბამისად მიხეილ ყაველაშვილს უწევს ახალი ტრადიციის დამკვიდრება ამ 20 წლიანი წყვეტის შემდეგ. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ ყაველაშვილი საუკეთესოდ გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას

თქვა ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. 

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე 29 დეკემბერს დატოვა

კომენტარები