საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.
მთავარი არხის ინფორმაციით, ახალგაზრდას ავტომობილიდან ესროლეს, ამჟამად ის კლინიკაშია.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 117-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.