დანია-გრენლანდია

დანია გრენლანდიის თავდაცვის ხარჯებს ზრდის მას შემდეგ, რაც ტრამპმა მისი შესყიდვა ისურვა

Mario Tama/Getty Images

დანიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გრენლანდიისთვის თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს მას შემდეგ, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტერიტორიის შეძენის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა გამოცემა Jyllands-Posten-ს სამშაბათს განუცხადა, რომ დაგეგმილია სულ მცირე 1.5 მილიარდი დოლარის გამოყოფა დანიის სამეფოს ამ თვითმმართველი ტერიტორიისთვის, რათა გაძლიერდეს დანიის გავლენა არქტიკაში.

მანამდე ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ "მსოფლიოს უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, გრენლანდიის საკუთრება და კონტროლი აშშ-ისთვის აბსოლუტური აუცილებლობაა."  

პოულსენმა Jyllands-Posten-ს განუცხადა, რომ მთავრობის გეგმები კანგერლუსუაკის აეროპორტის განახლებასაც მოიცავს, რათა ის F-35 ტიპის გამანადგურებლებს მოემსახუროს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დანიას მრავალი წლის განმავლობაში არქტიკაში საკმარისი ინვესტიცია არ , მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნები, მათ შორის, რუსეთი და ჩინეთი, რეგიონში რესურსებისთვის ეჯიბრებიან.

დანიის თავდაცვის აკადემიის მაიორმა სტინ კიარგარდმა BBC-ს 24 დეკემბერს განუცხადა, რომ ტრამპმა დანიის მთავრობაზე ზეწოლა სწორედ ამ საფრთხეების გამო გადაწყვიტა.

"შესაძლებელია, ტრამპის განახლებული ყურადღება გრენლანდიის ირგვლივ საჰაერო და საზღვაო კონტროლის აუცილებლობაზე აიძულებს დანიას ფოკუსირდეს სამხედრო შესაძლებლობებზე არქტიკაში". - აღნიშნა კიარგარდმა.

გრენლანდიის 2024-2033 წლების არქტიკის სტრატეგია ითვალისწინებს აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესებას. სტრატეგია აღნიშნავს, რომ 1951 წლის თავდაცვის შეთანხმების შესაბამისად, აშშ ფაქტობრივად "სამხედრო დაცვის გარანტია შესაძლო სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში."

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა გრენლანდიის შესყიდვის საკითხი თავდაპირველად პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დააყენა. მან 2019 წელს დანიაში ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი გააუქმა, როდესაც დანიელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის ავტონომიური ტერიტორია არ იყიდებოდა.

არსულში, 1867 წლის შემდეგ, აშშ-ს გრენლანდიის შესყიდვის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. გრენლანდია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულია (რომელიც კონტინენტი არ არის), ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილია, თუმცა ახლო გეოპოლიტიკური კავშირები ევროპასთან აქვს. გრენლანდია ევროკავშირისგან დაფინანსებასაც იღებს, რადგან იგი ბლოკთან დაკავშირებულ ზღვისიქითა ტერიტორიად ითვლება, დანიის მეშვეობით.

 

კომენტარები