პერუს დედაქალაქში პოლიციამ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. ერთ-ერთი სამართალდამცავი ღონისძიებაზე გრინჩის კოსტიუმში იყო გამოწყობილი.
ვიდეოში ჩანს, რომ "გრინჩი" უროთი ამტვრევს კარს, შემდეგ კი ეჭვმიტანილების დაკავებასა და დაკითხვაში მონაწილეობს.
რეიდის მსვლელობისას ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთერებები.