რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსულ ნავთობბაზაზე იერიში მიიტანა

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით, რუსეთში, ორელის ოლქში მდებარე ნავთბბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა.

ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ანდრეი კლიჩკოვი ადასტურებს.

"ორლოვის მუნიციპალურ ოლქში, სტალნოი კონის დასახლებაში მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა". – თქვა კლიჩკოვმა. 

ეს ბოლო პერიოდში მეორე იერიშია(პირველი 14 დეკემბერს მოხდა), რომელიც უკრაინამ ორელის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე მიიტანა. 

ამ დროისთვის დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.

კომენტარები