რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

FT: ტრამპის გუნდის თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას

Financial Times-ის გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მომავალი პრზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდმა ევროპელ კოლეგებს აცნობა, რომ ის გეგმავს, განაგრძოს უკრაინის სამხედრო დახმარება.

ტრამპის გუნდის წევრების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტი ეწინააღმდეგება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, მას სურს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის დასრულება ძალის ფაქტორის გამოყენებით მოხდეს.

ამასთან ერთად, წყაროების მიხედვით, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი NATO-ს წევრი ქვეყნებისგან თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე ზრდას მოითხოვს.

ამჟამად, ქვეყნებს GDP-ის 2%-ის გადახდა უწევთ და ამასაც 32 წევრი სახელმწიფოდან მხოლოდ 23 ასრულებს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ტრამპი მზად არის, დათანხმდეს 3%-ს და თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის საკითხი აშშ-სთან უფრო სასარგებლო სავაჭრო პირობებს უკავშირებს. ამ საკითხს, სავარაუდოდ, ივნისში გასამართ NATO-ს სამიტზე განიხილავენ.

 

კომენტარები