ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან სროლის შედეგად ერთი ე.წ. დეპუტატი, ვახტანგ გოლანძია დაიღუპა, მეორე, კან კვარჭია, კი დაშავდა.
ტელეგრამ-არხ АМРА-life-ის მიხედვით, მაინინგის აკრძალვის კანონპროექტის განხილვის დროს ადგურ ხარაზიასა და კან კვარჭიას შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის გაშველებაც ვახტანგ გოლანძიამ სცადა.
აფხაზურ მედიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ აცნობა, რომ გოლანძია დაიღუპა, კან კვარჭია კი ხელში არის დაჭრილი და მას საავადმყოფოში მკურნალობენ.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფია მობილიზებული.
მასალა განახლებადია