ენერგეტიკული კომპანია Интер РАО-ს მმართველი საბჭოს წევრის, ალექსანდრა პანინას თქმით, საქართველომ დაადასტურა მზადყოფნა რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის. აზერბაიჯანიდან კი, ექსპორტი უკვე შედგა. ამის შესახებ მან კონფერენციის განახლებადი ენერგია რუსეთში ფარგლებში ისაუბრა.
"მივიღეთ პასუხები. აზერბაიჯანმა გვიპასუხა, რომ მათ შეუძლიათ გადაუდებელი დახმარების გაწევა 250-300 მეგავატით. საქართველომ კი გვითხრა, რომ [გადაწყვეტილებას მიიღებენ] სიტუაციის მიხედვით. მათ [საქართველოს] წინასწარ დაპირება არ შეუძლიათ, თუმცა, გადაწყვეტილებას სიტუაციის მიხედვით მიიღებენ". - თქვა პანინამ.
კითხვაზე, მიიღო თუ არა უკვე ამ ქვეყნებიდან რუსეთმა ელექტროენერგია, პანინამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანიდან მიწოდება უკვე შედგა.
რუსეთმა საქართველოს და აზერბაიჯანს საგანგებო სიტუაციებში 600 მგვტ ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ სექტემბერში მიმართა.





