მე გავაკეთე გუშინ განცხადება - ხუთ ქვეყანას გადავუხადე მადლობა ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და გუშინ აქედან სამი ქვეყანა ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა აზრადაც არ გაუვლიათ.
სინამდვილეში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად ქალბატონი კაია კალასის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი (მე არ მიხსენების სამწუხაროდ ლუქსემბურგი და ლუქსემბურგსაც ეკუთვნის როგორც ჩანს, მადლობა, თუ არ უარყოფენ საკუთარ პოზიციას, მადლობა ეკუთვნით ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის). კაია კალასმა განაცხადა, რომ იყო უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც წავიდა სანქციების წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, მადლობა ამ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ რა ინფორმაცია გვქონდა. მაგალითად, რუმინეთი... არის ერთი ჟურნალისტი რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან ხშირად ეყრდნობა ხოლმე ქართული მედია, ეს არის ბატონი ჟოზვიაკი, რომელმაც დაადასტურა, რომ რუმინეთი იყო ერთერთი, ვინც წავიდა სანქციების წინააღმდეგ.
თუმცა, გუშინ ნახეთ, რომ პირველი რუმინეთი აიძულეს, რომ საწინააღმდეგო პოზიცია დაეფიქსირებინა, ეს არავის უკვირს, თქვენ ნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი რუმინეთში შეაცვლევინეს გადაწყვეტილება ერთ დღეში. გამოვიდა ბატონი მეთიუ მილერი, რომელმაც პრაქტიკულად მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ.
მან განაცხადა, რომ დაისჯებოდა ყველა, ვინც დაუპირისპირდებოდა რუმინეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს და ეს გააკეთა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტში. მეორე დღეს ადგა საკონსტიტუციო სასამართლო, აატრიალა საკუთარი გადაწყვეტილება და გააუქმა რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები, თან სრულიად განუსაზღვრელი საბაბით...
ანუ პირდაპირ გავრცელდა მუქარა მეთიუ მილერის მხრიდან და მეორე დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ შეცვალა რადიკალურად თავისი გადაწყვეტილება, ამ ფონზე, არავის უკვირს, რომ რუმინეთს გააკეთებინეს იმის საპირისპირო განცხადება, ვიდრე იყო მათი ქმდება.
იგივე ეხება ესპანეთს და იტალიას, აქაც საჯარო წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი უპირისპირდებოდნენ სანქციების იდეას და ამას დაემთხვა ჩვენი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციას.
შესავამისად, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომელიც ეყრდნობოდა ძალიან სანდო და საიმედო ინფორმაციას ეყრდნობოდა, თუმცა, ნახეთ, რომ ამას მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები. მე კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც ქართველ ხალხს დაუჭირა მხარი საბჭოს სხდომაზე.





