პრეზიდენტის არჩევნები

კობახიძე: 20 წელზე მეტია, პატრიოტი პრეზიდენტი არ გვყოლია - ყაველაშვილი გარდამტეხი იქნება

მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში. ასევე, ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებაში და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში. 

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რაც არაერთხელ მითქვამს - 20 წელიწადზე მეტია, საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. 

პრეზიდენტის ინსტიტუტის მთავარი მისია არის ზრუნვა ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანებაზე და თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში კონკრეტული ძალები, გარე ძალები, პირველ რიგში, პრეზიდენტის ინსტიტუტის სწორედ რომ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე, პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა, რომ დაესუსტებინათ ხელოვნურად ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი. ამისთვის სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა სწორედ პრეზიდენტის გამოყენებით საქართველოს კონსტიტუცია, რასაც გარე ძალები პირდაპირ უჭერდნენ მხარს. 

მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია და დაუბრუნდება თავისი ღირსება. 

მე მინდა წარმატებები ვუსურვო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. 

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერთპარტიული პარლამენტის მიერ ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის არჩევაზე. 

კომენტარები