პრეზიდენტის არჩევნები

პაპუაშვილი: დღეს საქართველო არის ევროკავშირისთვის ტესტი

მინდა მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, აღიაროს დემოკრატია. დღეს საქართველო არის ევროკავშირისთვის ტესტი. უნდა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ის ერთგული არის დემოკრატიული ღირებულებებისა და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტის. ამ ტესტს აბარებს დღეს ევროკავშირი. სამწუხაროდ, ზოგიერთი წარმომადგენლისგან ჩვენ ვხედავთ, რომ მათთვის დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს ხალხის ნების გატარებას, ხოლო სხვის ქვეყანაში გულისხმობს საკუთარი ნების მოხვევას სხვა ქვეყნის ხალხებზე.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. 

ქართული ოცნება და ხალხის ძალა დღეს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს. 

კომენტარები