IPM-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 65% საპროტესტო აქციებს უჭერს მხარს, მოსახლეობის 61% თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, ხოლო 50% ფიქრობს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა პრორუსულია.
IPM-მა 3-12 დეკემბრის ინტერვალში მთელი საქართველოს მაშტაბით ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოიკითხა 18+ წლის 1 600 მოქალაქე.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 18-34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო მაღალია და ამ ასაკობრივ კატეგორიაში საპროტესტო აქციებს 76% უჭერს მხარს.
"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით IPM კვლევებმა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა.
მოსახლეობის 65 % უჭერს მხარს აქციებს. აღსანიშნავია, 18 -34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი უფრო მაღალია და 76% უჭერს მხარს.
სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 3-12 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ წლის 1 600 მოქალაქე.
კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 2,5%-ს" - წერია IPM-ის განცხადებაში.





