რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზაპოროჟიეზე რუსეთის მორიგი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

10 დეკემბერს რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც განადგურდა კერძო კლინიკა და დააზიანდა ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები. 

კერძო კლინიკაზე თავდასხმის შედეგად, საღამოს მდგომარეობით, დაიღუპა 4 ადამიანი, ხოლო 21 პირი, მათ შორის ერთი ერთი ბავშვი, დაიჭრა. 

11 დეკემბრის დილის მდგომარეობით, რუსული თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ზაპოროჟიის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებენ.

პოლიციის ინფორმაციით, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 12 ქალმა, 9 მამაკაცმა და 5 წლის გოგონამ. ნანგრევებში შესაძლოა 5 ადამიანი იმყოფებოდეს. საგანგებო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთას გრძელდება. ადგილზე ქალაქის ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს.

კომენტარები