ქართული ოცნების პროპაგანდისტები ლალი მოროშკინა და ნინო ჯღარკავა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების არსებობაზე წერენ და სავარაუდოდ პროევროპული აქციების მონაწილეებს მათი"გამოფენით" ემუქრებიან".
"აი, მართლა ღირსები არ ხართ, რა ვიდეოებიც ტრიალებს თქვენზე, გამოგიფინოთ? ისევ თქვენს დედებს ვუფრთხილდები, თორემ გეების პორნოც ნანახი მაქვს და მეგონა, არაფერი გამაკვირვებდა" - წერს ლალი მოროშკინა.
"საშინელი ვიდეოები ვრცელდება პრივატულად, ახლა მივხვდი, ის ახალგაზრდა ბიჭები რითი ჰყავთ დაშანტაჟებულები, თან ამ უბედურებას ერთმანეთს თვითონ უღებენ და მერე აბა არ დადგნენ იქ, სადაც დგანან. ღმერთოო, იმაზე იფიქრეთ, რომ გენოფონდი კვდება, მაგით ვერ გამრავლდებით და ევროპაში ვისთან ერთად მიდიხართ, თქვე უბედურებო თქვენ" - წერს ჯღარკავა.
აღსანიშნავია, რომ მათი პოსტები Facebook-ზე უკვე აღარ იძებნება.
ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, თუ აპირებდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის ფაქტზე გამოძიების დაწყებას. უწყებაში რამდენიმე ზარის შემდეგ გვითხრეს, რომ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ და თავად დაგვიკავშირდებიან.