უსამართლო სასამართლო

ქურდოვანიძე: 24 პირს შეეფარდა პატიმრობა სათანადო დასაბუთების გარეშე

30-ზე მეტი პირია სისხლის სამართლის ბრალდების ქვეშ. საია დააკვირდა 24 პირის აღკვეთის ღონისძიების სხდომას და ნახა არაერთი დარღვევა. ყველას შეეფარდა პატიმრობა სათანადო დასაბუთების გარეშე.

ერთმა მოსამართლემ ბრალდებულს ისიც ჰკითხა: აღიარებდა თუ არა ჩადენილ დანაშაულს? და თუ არ აღიარებდა როგორ ხსნიდა, რომ აქციაზე მყოფი ასიათასი ადამიანიდან ის აირჩიეს? მოსამართლის მხრიდან მსგავსი შინაარსის კითხვის გაჟღერება ბრალდებულს აყენებს თავის მართლების პოზიციაში მაშინ, როცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მტკიცების ტვირთს არა ბრალდებულს, არამედ ბრალდების მხარეს აკისრებს, ამის საპირწონედ უმეტეს შემთხვევებში მოსამართლე ნაკლებად იყო დაინტერესებული შუამდგომლობის დასაბუთების ნაწილში ბრალდების მხარისთვის დაესვა კრიტიკული შეკითხვები.

წერს საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები