ქართული ოცნება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას აპირებს, რომლის მიხედითაც," რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება".
მამუკა მდინარაძის თქმით, "ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას".
ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს დეტალებზე არ უსაუბრია.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლის ბოლომდე გადადო, უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. პარალელურად, სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომლებმა განცხადებები გაავრცელეს და გაემიჯნნენ ქართული ოცნების განცხადებას.