ქართული ოცნება

მდინარაძე: სიგარეტზე აქციზის გადასახადს 20 თეთრით გავაძვირებთ, აიქოსზე - 15 თეთრით

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ერთი მხრივ ბიუჯეტისთვის, მეორე მხრივ ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ასევე სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით.

გადავწყვიტეთ, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და აიქოსის შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც აიქოსის შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო სიგარეტის - 20 თეთრის ოდენობით.

ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი გაიზრდება 5%-ით, 5%-მდე. როგორი რეგულაციაც ბანკებს აქვთ, იგივე იქნება სათამაშო ბიზნესთან, ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით.

თქვენ იცით, რომ ესტონური მოდელით გათავისუფლებული იყო ეს ბიზნესი ასეთი გადასახადისგან და იმისთვის, რომ შემცირდეს გარკვეული რისკები, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან მიმართებით ეს საკითხი მტკივნეულია ხოლმე, ხანდახან ძალიან სავალალო შედეგით, თქვენ იცით, რომ სხვა სახის გადაწყვეტამ მაინცდამაინც ისეთი შედეგი, როგორსაც ველოდით, არ მოგვცა, ასევე საბიუჯეტო სახრების მოზიდვის თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

ამბობს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები