4 დეკემბერს, დაახლოებით 5:00 საათზე უკრაინამ რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქზე გროზნიზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმის კადრები რუსულ Telegram არხებში ვრცელდება.
დრონი აჰმატ კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების პოლკის ტერიტორიაზე აფეთქდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
იერიშს გამოეხმაურა რამზან კადიროვი. ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა შეხვედრა გამართა უკრაინელ ტყვეებთან და მათ ამ სიტყვებით მიმართა:
"თითქოს დასვენებიდან ჩამოხვედით. ისინი იმ ობიექტების სახურავებზე უნდა დავაყენოთ, რომლის ფოტოები ამერიკულმა თანამგზავრებმა გაავრცელეს. დაიცვან ჩვენი ტერიტორია".