ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა აღიარა, რომ ილონ მასკს მისთვის Tesla-ს მანქანა Cybertruck-ი არ უჩუქებია.
ამის შესახებ მან ჩეჩნეთის მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას ისაუბრა.
"თვითონ ილონ მასკი მაინტერესებს. მომწონს მისი ხასიათი, ცხოვრების მანერა, როგორ იქცევა, მისი ცხოვრებისეული პოზიცია, მიყვარს მასთან ერთად ხუმრობა სოციალურ ქსელში. მანქანა ჩემთვის არ უჩუქებია, მანქანა ჩემი არ ყოფილა - ეს ხუმრობა მოვიგონე და ჩავუშვი". - თქვა კადიროვმა.
კადიროვის თქმით, Cybertruck-ის მოდელის მანქანა ომის ველზე უსარგებლო აღმოჩნდა და მას УАЗ-ის Патриот-ის მოდელის მანქანები ჯობია.
"თუმცა, ომში ისინი (რედ. - Cybertruck-ები) უსარგებლოა. გავუშვით ომში, დავადგით ტყვიამფრქვევი, ომში უსარგებლო გამოდგა, ჩვენი Патриот-ი უკეთესია, ვიდრე ეს მანქანა. თუ ილონ მასკს რაიმეთი ვაწყენინეთ - პატიებას ვთხოვთ". - თქვა კადიროვმა.
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ჩეჩნეთის ლიდერმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ტყვიამფრქვევით აღჭურვილ Cybertruck-ზე ამბობდა, რომ ილონ მასკმა პირადად აჩუქა.
კადიროვის სიტყვებზე დაყრდნობით ჟურნალისტმა სეტ აბრამსონმა მასკი გააკრიტიკა.
19 აგვისტოს მასკმა სოციალურ ქსელ X-ში მანქანის ჩუქების ამბავი უარყო, ხოლო ჟურნალისტს ჩამორჩენილი უწოდა.
"მართლა ასეთი ჩამორჩენილი ხარ და იფიქრე, რომ რუს გენერალს Cybertruck (Tesla-ს ერთ-ერთი მოდელ) ვაჩუქე"? – წერდა სოციალურ ქსელში მასკი.
მოგვიანებით, რამზან კადიროვი ირწმუნებოდა, რომ ილონ მასკმა Cybertruck-ი დისტანციურად გაუთიშა