ონლაინ მედია-პლატფორმა "მაუწყებელის" ცნობით, რუსთაველის მეტროში მომხდარი დარბევის დროს, მათი ჟურნალისტი, გიორგი ჩაგელიშვილი, დააკავეს.
"რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევის დროს დაიჭირეს მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი". - წერს მაუწყებელი.
ხოლო გამოცემა "პუბლიკის" ინფორმაციით, მათ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჩაგელიშვილმა კრიმინალური პოლიციის ძალებს უთხრა, რომ იგი ჟურნალისტია, თუმცა მას ჩანთა მაინც გაუჩხრიკეს და წაიყვანეს.
2 დეკემბრის დილის საათებში კრიმინალური პოლიცია რუსთაველის მეტროში მოქალაქეებს დაედევნა, სადაც მათ აქციის რამდენიმე მონაწილეს სცემეს და დააკავეს.
სოციალურ ქსელებში ინციდენტის ამსახველი ვიდეოებიც ვრცელდება: