საქართველო-აშშ

კალაძე აშშ-სთან პარტნიორობაზე: ყველაფერი დალაგდება და გადაიტვირთება

იცით, რომ ამ ადამიანებს რეალურად რამდენიმე კვირა აქვთ დარჩენილი, ტრამპის ხელისუფლების ოფიციალურად გადაბარებამდე.

თუ არ ვცდები, იანვარშია ინაუგურაცია დაგეგმილი. დაველოდოთ ამ ყველაფერს.

იმის გათვალისწინებით, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ უკრაინასთან მიმართებით, როგორ ხელოვნურად იძაბება სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ გამკვირვებია აღნიშნული განცხადებები.

ყველაფერი დალაგდება და გადაიტვირთება. ჩვენ გვექნება ჩვენს პარტნიორებთან ნორმალური და ისეთი ურთიერთობა, როგორიც სჭირდება ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს.

თბილისის მერი კახა კალაძე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული კურსის გამო შეაჩერა.

კომენტარები