პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია აშშ-ს მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ივანიშვილისა და ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის სანქირება "არამხოლოდ გამართლებულია, არამედ - კრიტიკულად აუცილებელი".
გახარიას თქმით, აშშ-ს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ორკესტრირებული სქემის ფარგლებში "ქართულმა ოცნებამ" ქართველი ხალხის ნებას უღალატა.
"ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ - კრიტიკულად აუცილებელი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად.
საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრინციპების დასაცავად და მტკიცედ დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით" - წერს გახარია.
"აშშ-ს პასუხი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ:
ქართულმა ოცნებამ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას.
ეს არის მიზანმიმართული და ორკესტრირებული სქემა - ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი, რომლის რეპრესიულმა კონტროლმა ჩვენი ერი ავტორიტარულ მმართველობამდე მიიყვანა". - წერს გახარია.
გახარიას თქმით, ივანიშვილის სანქცირება "არამხოლოდ გამართლებულია, არამედ - კრიტიკულად აუცილებელი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად"