ჩვენ თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით საჯარო მოსამსახურეს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. აქაც, აშკარად, იკვეთება წაკითხულის გააზრების პრობლემა. თუ ვინმეს ობიექტურად აქვს ეს პრობლემა, მე მზად ვარ, განვუმარტო თითოეული საკითხი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მოსმენილის სწორად გააზრების პირობებში, პროტესტის განცდა არავის არ უნდა გასჩენოდა.
კობახიძე საჯარო მოხელეებზე: აშკარად იკვეთება წაკითხულის გააზრების პრობლემა
tbl.ge/6zi7
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტროს 100-ზე მეტი თანამშრომლის, მათ შორის, დიპლომატების ერთობლივ განცხადებას მმართველი გუნდის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე.




