საქართველო-რუსეთი

გალუზინი ოცნებაზე: დასავლეთის თავდასხმის სამიზნე გახდნენ, რადგან ღირებულებები დაიცვეს

მიხაილ გალუზინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი ქართული ოცნების პოლიტიკას კიდევ ერთხელ აქებს.

"ამ კონტექსტში ამიერკავკასიას რომ შევეხოთ, ჩვენ ახლახანს ვიხილეთ საქართველოს ხელისუფლება, ქართული საზოგადოება როგორ გახდა კოლექტიური დასავლეთის მხრიდან დამამცირებელი თავდასხმებისა და დაუნდობელი ზეწოლის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ დასავლეთისგან ტრადიციული ღირებულებების დაცვა გაბედა, გაბედა პრაგმატული პოლიტიკის გატარება, რომელიც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. ეს ყველაფერი სომხეთის მახლობლად ხდებოდა. ვხედავთ, რომ დასავლეთის ინტერვენციის ბომბები ყველგან ცვივა." - თქვა გალუზინმა.

ამას გარდა, გალუზინის ირწმუნება, რომ მისი აზრით კავკასიელებმა საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტონ და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი 3+3 ფორმატი.

კომენტარები