რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, დავით ცაგარელი.
ცაგარელი არ არის მედიის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც მიმდინარე აქციაზე პროფესიული საქმიანობის შესრუელბის დროს დაშავდა.
გამოცემა პუბლიკის ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ გაუგებარ სიტუაციაში დააკავეს და ნიღბიანმა პირებმა სცემეს - ურტყამდნენ “ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში.”
ასევე, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, ფორმულას ჟურნალისტს, გურამ როგავას სპეცრაზმელი თავს დაესხა და ფიზიკური ზიანი მიაყენა, რის შემდეგაც როგავა სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.





