უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშენკოს თქმით, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მთელი ქვეყნის მასშტაბით ბომბავს.
"მთელი უკრაინის მასშტაბით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მიმდინარეობს. როგორც კი უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია დასტაბილურდება, დაბომბვის შედეგები გამოჩნდება. დაელოდეთ ოფიციალურ ინფორმაციას". - წერს გალუშენკო.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სამიზნე დასავლეთ უკრაინის რეგიონებია. ვოლინის რეგიონის ქალაქ ლუცკში სარაკეტო იერიშის გამო წყალმომარაგება და გათბობის სისტემა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადართეს.
ასევე, რივნეს ოლქში 280 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ასევე დგას წყალმომარაგების პრობლემაც.
აფეთქებები ასევე ისმოდა ივანო-ფრანკოვსკში, ლვოვში და ხმელნიცკში. ელექტროენერგია გაითიშა ჟიტომირშიც, რის გამოც წყალმომარაგების ობიექტები გენერატორებით მუშაობენ.





