თბილისის მერია

ვიქტორ წილოსანმა და ირაკლი თავართქილაძემ მერიაში თანამდებობები დატოვეს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი და მერიის ქონების სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი თავართქილაძე თანამდებობებს ტოვებენ. 

კალაძის მიხედვით, წილოსანი კერძო სექტორში აპირებს გადასვლას, ხოლო მერიის სააგენტოში მის თანამდებობას ნინო ბაგაშვილი დაიკავებს. 

რაც შეეხება ირაკლი თავართქიალძეს, თბილისის მერის თქმით, ის მუნიციპალურ სერვისებში გადაინაცვლებს, ხოლო მის თანამდებობას ქონების სააგენტოს ხელმძღვანელი მარიამ კვერნაძე გახდება.

კომენტარები