არჩევენები 2024

კოალიცია ძლიერი საქართველო ცესკოს საპარლამენტო სიების გაუქმებაზე მიმართავს

კოალიცია ძლიერი საქართველო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალური დოკუმენტით მიმართავს - ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს, 26 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ხაზარაძის თქმით, კოალიცია ცესკო-ს განცხადებით დღეს მიმართავს.

"მე მინდა გითხრათ, რომ ამ დღეების განმავლობაში, საკმაოდ სერიოზულად ვმუშაობდით ჩვენ კონრკეტულად საერთაშორისო საზოგადოებასთან, საგამოძიებო უწყებებთან, ჩვენს შიდა საგამოძიო უწყებებთან, რომლებმაც უამრავი ფაქტი დადეს გაყალბების.

ასევე, თქვენ იცით, რომ პრეზიდენტმა არ აღიარა ეს არჩევნები და ეს პარლამენტი ლეგიტიმურად.

ასევე იცით, რომ არცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და სახელმწიფომ არ აღიარა ეს პარლამენტი.

უამრავი კონსტიტუციის დარღვევით, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ იქნა აღიარებული და იმავე დღესვე, მეორე-მესამე დღეს განვაცხადეთ, რომ ჩვენ, ძლიერი საქართველო არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია გავუკეთოთ ამ პარლამენტს იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორმით და ამ სიმტკიცით და იმ პროტესტით, რომელიც ქუჩაშია, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს, დემონტაჟს გავუკეთებთ ხელისუფლებას, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი, ადამიანთა ხმები.

ამიტომ, დღეს ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას - ჩვენ მიმვართავთ ცესკო-ს დღეს შესაბამისი დოკუმენტაციით სიების ჩახსნასთან დაკავშირებით". - თქვა ხაზარაძემ

ცნობისთვის, 12 ნოემბერს კოალიცია ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ და კოალიცია ცვლილებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართა - ოპოზიციური გაერთიანებები უარს ამბობენ მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე.

კომენტარები